შენგელიას 18 ქულა "ფენერბახჩესთან" და ცსკა-ს მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში 83:89 დამარცხდა "ფენერბახჩესთან", რომლის მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვია.

მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა და სტუმრებმა მხოლოდ ბოლოსკენ მოახერხეს წინ გაჭრა და გამარჯვების მოპოვება.

შენგელიამ 24:42 წუთში 18 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 6-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17 იყო. თორნიკე თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

22 ქულითა და მარგი ქმედების 38-იანი კოეფიციენტით პარკეტზე ორივე
გუნდიდან საუკეთესო სტამბულელთა ლიდერი ნანდო დე კოლო იყო, მისმა თანგუნდელმა იან ვესელიმ კი 22 ქულა ჩააგდო.

ცსკა-მ ტურნირზე სახლში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია, 15 ქულით მეორე ადგილზეა და 27 იანვარს ბერლინში "ალბას" შეხვდება.



მკითხველის კომენტარები / 5 /
თოკომ მაგრად ითამაშა, ჯეიმს რეგრესი აქვს ამის ფონზე აგებს ცსკა, თოკას ვუსურვებ დიდ გამარჯვებებს. ძაან ვგულშემატკივრობ
Batumi90
01:02 23-01-2021
18
ცეესკა პირველ ადგილზეა ამ დროისთვის და 30 ქულა აქვს...
ირაკლი
23:48 22-01-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული