არავითარი ჩხუბი ჯეიმსთან - შენგელიამ რუსულ მედიას შეუტია

AutoSharing Option
გუშინ "სპორტ-ექსპრესმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცსკა-ს კალათბურთელი მაიკ ჯეიმსი თანაგუნდელ თორნიკე შენგელიას ეჩხუბა, რაც თავად ამერიკელმა უარყო. "ალბასთან" ევროლიგაზე მოგებული მატჩის (71:68) შემდეგ ამის შესახებ კომენტარი "ტვიტერით" საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გააკეთა:

"მთელი ჩვენი გუნდით ძალიან ვამაყობ. ჩვენ ვიბრძოლეთ, ბოლომდე გვჯეროდა დადებითი შედეგის და საბოლოოდ "ალბასთან" გამარჯვებას მივაღწიეთ. ამასთან, იძულებული ვარ დარხეულ ხმებზე კომენტარი გავაკეთო და ამის გამო დამწუხრებული ვარ, მაგრამ მინდა ეს ტვირთი მოვიცილო.

თუ თქვენ მედიაპლატფორმას ფლობთ, ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ყველა ჭორი გაიმეოროთ და რაც ხდება, აბსოლუტურად
ნებისმიერი ვარაუდი გამოთქვათ.

ჩემთვის ჩემ შესახებ ინფორმაციის წაკითხვა არასასიამოვნოა, რომელიც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. ცხოვრებაში არც ერთ თანაგუნდელთან არასოდეს არ მიჩხუბია. ასე რომ, მეგობრულ რჩევას მოგცემთ - გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებითა და კონკრეტული სახელების დასახელებით, ამ ხალხის რეპუტაციას ეხებით.

არავითარ შემთხვევაში არ მინდა გამოვამჟღავნო უპატივცემულობა, ეს არც მიფიქრია. თუმცა ჩვენს ურთიერთობაში ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს".

"championat"-ის ცნობით, ჯეიმსი რთული პიროვნებაა, კონფლიქტი "პანათინაიკოსშიც" ჰქონდა, ახლა კი ცსკა-ს მწვრთნელ დიმიტრის იტუდისთან აქვს უთანხმოება, გუნდთან ერთად ვარჯიში და მატჩებში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს და უახლოეს დღეებში მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაუწყვიტონ თუ არა კონტრაქტი. საკალათბურთო კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი აქტიურად უჭერს გუნდიდან მის მოკვეთას მხარს. გამოცემა აღნიშნავს, რომ არმიულმა კლუბმა მის შემცვლელად შეიძლება ამერიკელი შაბაზ ნაპერი ან ხორვატი მარიო ხეზონია აიყვანოს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ესპანეთის ჩემპიონობის შემდეგ ევროპის ჩემპიონობა უუუუმაგრესი იქნება
!!!!!!!!
11:20 29-01-2021
4
თოკო დიდ წარმატებებს გისურვებ!
თუში
10:56 29-01-2021
4

სიახლეები პოპულარული