მამუკელაშვილის 11 ქულა და "სეტონ ჰოლის" ზედიზედ მეორე მარცხი

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ მოწინავე კონფერენცია Big East-ში სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" შინ "კრეიტონს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 81:85 დამარცხდა. კრეიტონელთა რიგებში არ უთამაშია კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს, რატი ანდრონიკაშვილს, რომელმაც შემოდგომაზე ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ახლა ვარჯიშს კი შეუდგა, თუმცა მოედანზე, სავარაუდოდ, კიდევ 2 თვე ვერ დაბრუნდება.

სანდრომ 33 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. "სეტონ ჰოლის"
რიგებში საუკეთესო ბრაის აიქენი იყო, რომელმაც 21 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა; მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი კრეიტონელი მიჩ ბალოკი გამოდგა 29 ქულით, 2 მოხსნითა და 4 პასით.

ამგვარად, "სეტონ ჰოლმა" ზედიზედ მე-2 მარცხი განიცადა და Big East-ის კონფერენციაში 6 გამარჯვების საპირისპიროდ 4 მარცხი დაუგროვდა, ხოლო მთლიანად სეზონში 9 მოგებისა და 6 წაგების ბალანსი გააჩნია. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 31 იანვარს, "ვილანოვას" წინააღმდეგ გამართავენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული