
ესპანეთის თასის 1/4-ფინალში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, თად მაკფადენის "ბურგოსი" 87:76 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
შერმადინმა 23:23 წუთში 12 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის ინდექსი კი 18 იყო.
მაკფადენი 26:30 წუთში თავის გუნდს 9 ქულით (4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო) შეეწია. მან 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა - სარგებლიანობის კოეფიციენტი - 2.
ნახევარფინალში "ტენერიფე" "რეალსა" და "ვალენსიას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.