ნატალია ოთხმეზური ამერიკის ჯუნიორ კოლეჯთა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია

AutoSharing Option
ნატალია ოთხმეზური მე-2 და ყველაზე წარმატებულ სეზონს ატარებს ამერიკის ჯუნიორ კოლეჯთა ლიგაში. ქართველი კალათბურთელი კასპერის უნივერსიტეტის გუნდ “თანდერბერდსის” ღირსებას იცავს და ამ გუნდის უპირობო ლიდერია. ნატალიას წინამძღოლობით, კასპერელებმა კოლეჯთა ლიგის I დივიზიონის მე-9 რეგიონში, სადაც 12 გუნდია თავმოყრილი, 12-დან 12 გამარჯვება მოიპოვეს და მთლიანი დივიზიონის რეიტინგში, რომელშიც 25 რეგიონი და დაახლოებით 250 გუნდია, მე-7 ადგილზე იმყოფებიან.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ნატალია არა მხოლოდ თავის გუნდში, მთელ დივიზიონში გამორჩეულია. ის მე-6 ადგილზეა სამქულიანი სროლების პროცენტულობით (55.7%), რაც იმის გათვალისწინებით, რომ
ჯუნიორ კოლეჯთა ლიგაში 3000-მდე მოთამაშეა, ძალიან მაგარი შედეგია. ოთხმეზურმა მიმდინარე სეზონის 12 მატჩში 79 სამქულიანიდან 44 ჩააგდო.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ოთხმეზურის საშუალო მონაგარი 17.3 ქულა, 3.4 მოხსნა, 2.8 პასი, 0.8 ჩაჭრა და 0.3 დაფარებაა. ბოლო შეხვედრა "კასპერ თანდერბერდსმა" სამხრეთ ვაიომინგის უნივერსიტეტთან გამართა და 74:41 დაამარცხა. ნატალია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა 23 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით.

რეგიონის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კასპერელებს დივიზიონის საუკეთესო გუნდებთან ერთად ეგრეთ წოდებულ მარტის სიგიჟეში მონაწილეობა მოუწევთ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე არიან და თუ შედეგები ძალიან არ გაიუარესეს, ჯუნიორ კოლეჯთა ლიგის ფინალურ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩამოიყვანეთ და ვაჟთა ნაკრებში ათამაშეთ.
იუპიტერი
20:59 01-03-2021
0

სიახლეები პოპულარული