სანაძემ "ბორაცის" სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა

AutoSharing Option
დუდა სანაძე სერბული “ბორაცის” სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების მსროლელმა ჩაჩაკელთა გუნდის სასტარტოში პირველად ითამაშა.

ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში "ბორაცმა" სლოვენიურ "ცედევიტა ოლიმპიას" უმასპინძლა და წარმატების შანსი არ ჰქონია – 82:95. სანაძემ მოედანზე 12:35 წუთი გაატარა და 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. დუდამ ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ბორაცს" ადრიატიკის ლიგის 18 მატჩში 4 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ "კოპერ პრიმორსკას" უსწრებს, სადაც სანაძე 2016-17 წლებში თამაშობდა. დუდას
გუნდი მომდევნო მატჩს კიდევ ერთ სლოვენიურ კლუბ "კრკა ნოვო მესტოსთან" 15 მარტს, სტუმრად ჩაატარებს.

GBF.GE

altშერმადინის პასი და სანაძის სამქულიანი ფიბა-ს რჩეულ მომენტთა 10-ეულში მესამე ადგილზეა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული