ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში "ბორაცმა" სლოვენიურ "ცედევიტა ოლიმპიას" უმასპინძლა და წარმატების შანსი არ ჰქონია – 82:95. სანაძემ მოედანზე 12:35 წუთი გაატარა და 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. დუდამ ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
"ბორაცს" ადრიატიკის ლიგის 18 მატჩში 4 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ "კოპერ პრიმორსკას" უსწრებს, სადაც სანაძე 2016-17 წლებში თამაშობდა. დუდას
გუნდი მომდევნო მატჩს კიდევ ერთ სლოვენიურ კლუბ "კრკა ნოვო მესტოსთან" 15 მარტს, სტუმრად ჩაატარებს.
GBF.GE
შერმადინის პასი და სანაძის სამქულიანი ფიბა-ს რჩეულ მომენტთა 10-ეულში მესამე ადგილზეა [VIDEO]