მამუკელაშვილის მოულოდნელად ცუდი შეხვედრა და დასრულებული სეზონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა. მისმა "სეტონ ჰოლმა" Big East-ის კონფერენციის ნახევარფინალური მატჩი "ჯორთაუნ ჰოიასთან" 58:66 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, "სეტონ ჰოლს" არ მიიწვევენ NCAA-ის ფინალურ ტურნირზე, რომელშიც 32 კონფერენციის გამარჯვებული და პლუს რეიტინგში მოწინავე – ჯამში 64 გუნდი იასპარეზებს. როგორც ცნობილი იყო, "სეტონ ჰოლს" ფინალში გასვლა ჰყოფნიდა, "მარტის სიგიჟეში" მოსახვედრად საკმარისი სარეიტინგო ქულები რომ მოეგროვებინა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.

მიმდინარე სეზონში მესამედ მოხდა, რომ სანდრო მამუკელაშვილმა 10-ქულიან ზღვარს ვერ მიაღწია. მან შეხვედრა 8 ქულით, 10
მოხსნით და 5 პასით დაასრულა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. "სეტონ ჰოლში" საუკეთესო შედეგი ჯარედ როდენმა დააფიქსირა, რომელმაც 22 ქულა მიითვალა.

Big East-ის ფინალში გავიდა და სატიტულო მატჩში "ჯორჯთაუნს" შეებრძოლება "კრეიტონი", რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი ირიცხება, თუმცა ტრავმის გამო მას მიმდინარე სეზონში არ უთამაშია. რატიმ ჯვარედინი მყესები სეზონის წინ გაიწყვიტა, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული