სანაძის 16 ქულა 17 წუთში და მნიშვნელოვანი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაზე

AutoSharing Option
სერბულმა "ბორაცმა" ადრიატიკის ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და რაც ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარია, ამაში დუდა სანაძის დიდი დამსახურებაა. ჩაჩაკელები ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს, სლოვენიურ კრკა-ს სტუმრად შეხვდნენ და დამაჯერებელი სხვაობით – 94:74 სძლიეს.

"ბორაცმა" პირველი ტაიმი მხოლოდ 2 ქულით მოიგო, შესვენების შემდეგ კი სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა. სანაძემ სასტარტოში ითამაშა და 17:16 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. დუდამ 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ბორაცმა" 19 მატჩში მე-5 გამარჯვება იზეიმა და მართალია, 14-გუნდიან ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე რჩება, იმავე კრკა-სა და ხორვატიულ "ზადარს" მხოლოდ თითო მოგებით ჩამორჩება. სანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, შინ, ბოსნიურ "იგოკეასთან" ჩაატარებს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული