ზოგადად შეიძლება ითვას, რომ "ინდიანას" წინასწარ დაგეგმილი სეზონი ტრავმებმა ძალიან შეცვალა. მაგალითად, მაკდერმოტი ძირითად ხუთეულში თამაშისას გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ. ჯასტინ ჰოლიდეი სათადარიგო სკამიდან შესანიშნავად ასპარეზობდა,
ამას ემატება ტიჯეი უარენის ტრავმიდან დაბრუნება, რომელიც გასული სეზონის ბოლოს გუნდის მთავარი შემტევი გახლდათ. როდესაც ტიჯეი დაბრუნდება ამ შემთხვევაში მაკკონელსა და დაგს სათამაშო დრო და მნიშვნელობა შეუმცრირდებათ.
რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ის მასზე მიცემულ ლიმიტირებულ დროს შესანიშნავად იყენებს, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, ეს დრო ძალიან ცოტაა. რამდენიმე დღის წინ გოგამ ნიკოლა იოკიჩის წინააღმდეგ 3 დაფარება, 2 ჩაჭრა და ამდენივე მოხსნა მიითვალა და წარმოიდგინეთ მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ 9 წუთი დაჰყო.
დროა გოგამ მოედანზე გაცილებით დიდი დრო გაატაროს და გახდეს გუნდის როტაციის წევრი, რადგან საბონისი და ტერნერი ყველა თამაშში მოედანზე 30 და მეტ წუთს ვერ გაატარებენ. მათ თამაშის მიმდინარეობისას დასვენება სჭირდებათ, ამ ახალგაზრდა ბიჭმა კი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაში კარგად ისწავლა და ბევრი რამ დახვეწა.
ერთი რაღაც ნათელია, "პეისერსს" სჭირდება ის, ვინც მეორე ხუთეულს ულიდერებს, ვინ იქნება ეს? ედმუნდ სამნერი თუ ტიჯეი მაკკონელი თავიანთი გამოულევი ენერგიით? აარონ ჰოლიდეი კარგი სასროლი სელექციით? დაგ მაკდერმოტი სამქულიანებით? ბითაძე კარგი დაცვით? არჩევანი მათზეა, მაგრამ ფაქტი ერთია, მეორე ხუთეულის როტაციაში კარგად გამოყენება "ინდიანას" ბევრად კონკურენტუნარიანს გახდის.
მომზადებულია 8points9seconds-ის მიხედვით

გოგა დიდი დროით დაბრუნდა, ქართველის მორიგი კარგი თამაში დაცვაში [VIDEO]
კვლავ მცირედი დროით, თუმცა აგრესიულად... გოგა და "ინდიანა" "ბრუკლინთან" დამარცხდნენ [VIDEO]
ბითაძემ დაცვაში თავი შესანიშნავად გამოიჩინა! მისი გუნდი დამარცხდა [VIDEO]