VTB ლიგაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ტალინში ადგილობრივი "კალევი" 94:72 დაამარცხა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
შენგელიამ 19:25 წუთში 18 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 8-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18 იყო.
თორნიკე თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი და სასარგებლო მოთამაშე გახლდათ.
ცსკა 19 მატჩში 14 მოგებით მე-3 ადგილზეა და 27 მარტს ყაზანის "უნიკსს"
უმასპინძლებს.