შენგელიას შესანიშნავი დაფარება და ცსკა-ს მარტივი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მორიგ ტურში გამარჯვებას მიაღწია მოსკოვის ცსკა-მ და ამაში თორნიკე შენგელიას დამსახურება სოლიდურია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არმიელებს სერბულ "ცრვენა ზვეზდასთან" ულიდერა. მოსკოვში გამართული შეხვედრა ცსკა-მ 87:72 მოიგო და ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გამარჯვებულ გუნდში ის საუკეთესო იყო ქულებით და მე-2 მარგი ქმედების კოეფიციენტით – 23 (დანიელ ჰაკეტს 1-ით ჩამორჩა). "ცრვენა ზვეზ
დას" რიგებში დეიან დავიდოვაცმა 20 ქულა მოაგროვა.

არმიელებს 20 მოგება და 10 მარცხი აქვთ, "ბარსელონას" შემდეგ მე-2 ადგილზე არიან და მომდევნო ტურის მატჩს სანკტ-პეტერბურგში, "ზენიტთან" ჩაატარებენ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალე თოკოო!!!! შენი და შერმადინის იმედზე ვართ მთელი ქვეყანა
თბილისი
15:06 26-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული