VTB ლიგის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა პეტერბურგში 77:81 დამარცხდა ლიდერ "ზენიტთან".
მასპინძლებმა სამი მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარეს, 17 ქულით იგებდნენ. სტუმრებმა ბოლოს მაგრად გაიბრძოლეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ გამარჯვებით "ზენიტმა" რეგულარულ ტურნირზე პირველი ადგილი გაინაღდა.
შენგელიამ 23:44 წუთში 10 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 4-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 6 იყო.
ცსკა-მ 21 ჩატარებული მატჩიდან 15 მოიგო, მე-3 ადგილზეა და 11 აპრილს "ასტანას" უმასპინძლებს.