ფიბამ კოვიდ-რეალობასთან მორგებული ფორმატი შეიმუშავა და საერთაშორისო მიმოსვლის თავიდან მაქსიმალურად ასარიდებლად საუკეთესო 8 გუნდს ერთ ქალაქში, ფინალს ათამაშებს. მეორე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო 8 გუნდი ასე გამოიყურება: "ქარშიაქა" (თურქეთი), "ჰაპოელი" (ისრაელი), "ტენერიფე" (ესპანეთი), "ბურგოსი" (ესპანეთი), "ნიჟნი ნოვგოროდი" (რუსეთი), აეკ-ი (საბერძნეთი), "სარაგოსა" (ესპანეთი), "ნიმბურკი" (ჩეხეთი).
ტენერიფელებს
შერმადინმა 19:44 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 32 წლის ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 აღმოჩნდა. გიორგი ამ კუთხით მხოლოდ თანაგუნდელ ემირ სულეიმანოვიჩს ჩამორჩა (18), რომელმაც 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.
უხეიროდ ითამაშა ბურგოსელმა თად მაკფადენმა, რომელმაც 11:44 წუთში მხოლოდ 2 ქულა და 1 პასი მიითვალა, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების წევრისთვის კარგ შედეგად ვერ ჩაითვლება. მოგეხსენებათ, მაკფადენი საქართველოს მოქალაქეა და ჩვენი ნაკრების ღირსებას იცავს.
ფინალური ეტაპის გამართვის თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.