შერმადინი შეუჩერებელი იყო და წინ მრისხანე "რეალთან" ბრძოლა ელის

AutoSharing Option
ლიგა ენდესას 29-ე ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე "ესტუდიანტესი" 101:77 გაანადგურა.

შერმადინმა 17:24 წუთში 25 ქულა (13-დან 9 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

"ტენერიფემ" 28 ჩატარებული მატჩიდან 23 მოიგო, მესამე ადგილზეა და 13 აპრილს მადრიდში ლიდერ "რეალს" დაუპირისპირდება, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონატზე მხოლოდ 1 მარცხი განიცადა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გიო,ესპანეთის წლის კალათბურთელი უნდა გახდე
*გიორგი
00:42 12-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული