ბითაძის შედეგიანი თამაში “იუტას” ძლევისთვის საკმარისი არ გამოდგა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" გასვლაზე  რეგულარული სეზონის ლიდერ "იუტა ჯაზთან" 111:119 დამარცხდა.

ბითაძე კარგად გაისარჯა: 12:25 წუთში 13 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური მიიღო.

"პეისერსში" 22 ქულით, 15 მოხსნითა, 7 პასით და 36-იანი კოეფიციენტით საუკეთესო ლიეტუველი დომანტას საბონისი იყო. "იუტას" ფრანგი ცენტრის, რუდი გობერის ანგარიშზე 13 ქულა და 23 მოხსნაა (!).

"ინდიანამ" აღმოსავლეთ კონფერენციაში ჩატარებული 55 მატჩიდან 26 მოიგო,
მეცხრე ადგილზეა და 18 აპრილს გასვლაზე "ატლანტა ჰოუკსს" დაუპირისპირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
საბონისმა 2 კარგი მეოთხედის შემდეგ 2 ბოლო მეოთხედი აშკარად ჩააგდო, 17 ქულიანი ჰანდიკაპი გაანიავეს ლიდერთან, საბონისმა 19 ცდიდან 7 ჯერ ჩააგდო, გოგამ 5 დან 4 ჯერ, საბონისს ამისათვის სამჯერ მეტი დრო ჰქონდა, მე მგონი გუნდისთვის ჯობდა 12 ნაცვლად 20 წუთი რო ეთამაშა გოგას, საბონისიც მოუთქვამდა სულს.
მინდია
12:52 17-04-2021
0
მარგი ქმედების კოეფიციენტი არის შ ე ფ ა რ დ ე ბ ა -> მარგი მუშაობის შეფარდება დახარჯულ ენერგიასთან.
The (+/-) statistic in basketball არის ქულების ს ხ ვ ა ო ბ ა, რომელიც გუდნა ჩააგდო და გაუშვა კონკრეტული კალათბურთელის მოედანზე ყოფნის დროს.
ძალიან ჯიუტები ხართ
11:04 17-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული