ევროლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ საკუთარ მოედანზე "ფენერბახჩე" 92:76 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ცსკა-მ 31:10 მოიგო.
შენგელიამ 20:44 წუთში 6 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი), 2 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა, 5-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი -3 იყო.
სტუმართა გუნდში 27 ქულით საუკეთესო ნანდო დე კოლო იყო, ხოლო ცსკა-ს 20-20 ქულით უილ კლაიბერნი და დენიელ ჰეკეტი შეეწივნენ.
სერია 3 მოგებამდეა. ამ გუნდების მეორე დაპირისპირება 23 აპრილს მოსკოვში
გაიმართება, მესამე კი - 28 აპრილს სტამბულში.