თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის მესამე მეოთხედფინალურ მატჩშიც სძლია "ფენერბახჩეს" (85:68) და ნახევარფინალში გავიდა.
"ფენერს" ტრავმამორჩენილი ცენტრის, იან ვესელის დაბრუნებამაც ვერ უშველა - სტამბოლში ჩატარებულ შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც მოსკოვურმა გუნდმა 27:11 მოიგო და საბოლოო გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.
შენგელიამ 18:51 წუთში 6 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 1-ს გაუტოლდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე 34 ქულითა და სარგებლიანობის 38-იანი
კოეფიციენტით თორნიკეს თანაგუნდელი უილ კლაიბერნი იყო.