გოგას ნაკლები შედეგიანობა, უკეთესი დაცვა და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 მაისს, "ინდიანა პეისერსმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა და 103:94 დაამარცხა. 

"ინდიანას" შემადგენლობაში გოგა ბითაძემ მოედანზე 17:30 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. 

საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 16 ქულა, 13 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

რაც შეეხება "ფილადელფიას", შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ტობიას ჰარისმა, რომელმაც თავი 27 ქულით, 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

ამრიგად, "პეისერსი" 33 გამარჯვებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. "ფილადელფია" 47 მოგებითა და
22 წაგებით იმავე აღმოსავლეთში 1-ელ ადგილზეა. 

"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 14 მაისს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს. "ფილა" ამავე რიცხვში "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება. 

altდაძაბული დაპირისპირება კალიფორნიაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული