VTB-ლიგის პლეი-ოფის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა მოულოდნელად გასვლაზე 72:76 დამარცხდა "ნიჟნი ნოვგოროდთან".
მთელი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, დასკვნითი მეოთხედი უკეთ მასპინძლებმა ჩაატარეს და გაიმარჯვეს კიდეც.
შენგელიას თამაში სასტარტოში არ დაუწყია და 25:59 წუთში 10 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 7-დან 2 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 დაფარება, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13 იყო.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქური გუნდიდან მაღალი შედეგიანობით არავინ გამორჩეულა: უხოვი (12 ქულა), კლაიბერნი (11) და კურბანოვი (10).