VTB-ლიგის პლეი-ოფის გადამწყვეტ, მესამე მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში დაძაბულ ბრძოლაში "ნიჟნი ნოვგოროდს" 79:75 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.
შეხვედრას 5 293 მაყურებელი დაესწრო და ოვერტიამის გარეშე 2:15 საათი გაგრძელდა.
სერიაში ორი მატჩის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, დღევანდელ შეხვედრას სტუმრები მესამე მეოთხედის შემდეგ 3 ქულით იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. თუმცა, ცსკა-ს "ანადოლუ ეფესთან" ევროლიგის ოთხთა ფინალის წინ თამაში რბილად რომ ვთქვათ, აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.
შენგელიამ 27:21 წუთში 12 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო) და
3 მოხსნა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 12 იყო.
22-22 ქულით ყველაზე შედეგიანები დანიელ ჰეკეტი (ცსკა) და არტიომ კომოლოვი (ნიჟნი ნოვგოროდი) იყვნენ.
ნახევარფინალში შენგელიას გუნდის "ზენიტს" შეხვდება. პირველი მატჩი 17 მაისს პეტერბურგში გიმართება.