შენგელიამ ცსკა-ს სერიის პირველ მოგებულ მატჩში ულიდერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB-ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში პეტერბურგში 78:73 სძლია "ზენიტს", რომელიც ევროლიგის პლეი-ოფში 2:3 დამარცხდა "ბარსელონასთან".

პირველი ტაიმი სტუმრებმა 2 ქულით მოიგეს, მესამე მეოთხედში 10 ქულით გაქცევა მოახერხეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.

კარგად გაისარჯა შენგელია, რომელმაც თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და 31:36 წუთში 17 ქულა (14-დან 7 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა.

მასზე შედეგიანი, 23 ქულით, მხოლოდ "ზენიტის" კანადელი ლეგიონერი კევინ პანგოსი იყო.

სერია 3
მოგებამდეა და შემდეგი შეხვედრა 19 მაისს პეტერბურგში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებას ვუსურვებთ, ჩვენს საამაყო და მაგარ კალათბურთელს, თორნიკე შენგელიას!!!!
ნინი
10:37 18-05-2021
3
ვითიბი ლიგა მაინც მოიგოს თოკომ,თუმცა ვერაფერი დიდი შევაღათი იქნება ევროლიგის გარეშე. ევროლიგას რაც შეეხება ძალიან ძალიან რთული იქნება, რადგან 2 გამორჩეული ლიდერი დაკარგა ცსკამ. სერბ ცენტრს ტრამვა აქვს ხოლო მაიკ ჯეიმსი ბრუკლიმში წავიდა. ასე რომ მძიმე სიტუაციაში არის.
Joko
07:51 18-05-2021
6

სიახლეები პოპულარული