შენგელიას საუკეთესო მატჩი და ურთულესი სამქულიანი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შენგელიას ცსკა VTB ლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში  სანკტ-პეტერბურგში "ზენიტთან" 104:107 დამარცხდა.
მატჩი მართლაც დაძაბული გამოდგა, გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო და მასპინძლებმა სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 1:1.

თორნიკემ 44:48 წუთში 27 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 4 სამქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა, 3 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ შენგელიამ სირენამდე 3 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში
გადაიყვანა.

შენგელიაზე მეტი, 28 ქულა მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა უილ კლაიბერნმა ჩააგდო.

პეტერბურგელთა რიგებში 27 ქულით ყველაზე შედეგიანი კევინ პანგოსი იყო.

სერია სამ მოგებამდეა, ამ გუნდების შემდეგი მატჩი კი 22 მაისს მოსკოვში გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია რაც ცესკაში გადავიდა
თუში
10:19 20-05-2021
0
ცსკადან,გამთამაშებელი ჯეიმსი წავიდა,ძირითადი ცენტრი დიდი ხანია დამტვრეული ჰყავს და კიდევ რამდენიმე ტრავმიანი ჰყავთ.უკანა ხაზში აშკარად უჭირთ და სწორედ უკანა ხაზმა გადაწყვიტა მატჩის ბედი.თორნიკეს,ძალიან დიდ ხანს მოუწია შეუსვენებლად თამაში და სულ ცოტა ორჯერ მაინც,ახლო დისტანციიდან სროლები გააფუჭა.ეს არავითარ შემთხვევაში არ დაემართებოდა,პირველ ტაიმში,ცოტა დასვენებულზე.სხვა ძირითადებიც ასე იყვნენ.პირველ ტაიმში ხომ ფანტასტიკურად ითამაშა.მეორე ოვერტაიმში,ცსკა უკვე ვეღარ თამაშობდა,გადაღლილებს შემცვლელები აღარ ჰყავდათ.ძირითადი დრო,75-75 დამთავრდა და აქედან 27,თორნიკეს ანგარიშზე იყო.
სოსო
14:02 20-05-2021
0

სიახლეები პოპულარული