ESPN-ის ჟურნალისტმა ჯონათან გივონმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე სანდრო მამუკელაშვილის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქართველი სრული დატვირთით ვარჯიშობს და არაერთ ლამაზ მომენტს აფიქსირებს.
"სანდრო მამუკელაშვილის ვარჯიში Excel Pro Day-ზე. "ბიგ ისტის" საუკეთესო კალათბურთელია, რომელიც თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მაღალია. მას უნიკალური ბურთის ტარება აქვს, აკეთებს შესანიშნავ გადაცემებს და პერიმეტრიდანაც კარგად ისვრის".
წყარო: ჯონათან გივონის "ტვიტერის" გვერდი