მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - ბრწყინვალე სტატისტიკა [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს საზაფხულო ლიგაში საუკეთესო შეხვედრა გამართა - 22 წლის სპორტსმენი "მილოუკი ბაქსის" მაისურით სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:48 წუთში ორმაგი დუბლი - 11 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ქართველის გუნდი კი "ვაშინგტონ ვიზარდსთან" 83:93 დამარცხდა.
სანდრომ 9-დან 4 ორქულიანი კალათში ზუსტად მოათავსა, საჯარიმოები 100%-იანი სიზუსტით (3-დან 3) ჩააგდო. მამუკელაშვილის ანგარიშზე 5 პასი და 4 ჩაჭრაც იყო - რაც ბრწყინვალე სტატისტიკას ქმნის.
"მილოუკი" 17 აგვისტოს, საზაფხულო ლიგის ბოლო მატჩის ფარგლებში, "დენვერს" დაუპირისპირდება, რომლის რიგებშიც თავის გამოჩენის შანსი გიორგი ბეჟანიშვილს მიეცა.