სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს საზაფხულო ლიგაზე თავი წარმატებული თამაშით გამოიჩინა. ქართველმა კალათბურთელმა "მილუოკი ბაქსის" რიგებში 5 შეხვედრა გამართა (1 მოიგო, 4 დათმო).
აღსანიშნავია "მამუს" ბოლო, მე-5 შეხვედრა, სადაც "ირმები" "დენვერ ნაგეტსს" ეთამაშა. სანდრომ ამ შეხვედრაში გუნდს 20 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა.
ქართველი კალათბურთელის სწრაფმა და ჭკვიანურმა თამაშმა გულშემატკივრები მოხიბლა, "ბაქსის" ოფიციალურ გვერდზე კი შეხვდებით კომპლიმენტებს, როგორებიცაა:
"არ ვიტყვი, რომ ის მომავალი იოკიჩია ან თუნდაც რაიმე მსგავსს, თუმცა ერთს გეტყვით, ძალიან კარგი იქნება, თუ ის სათადარიგო მოთამაშე გახდება და შეხვედრაში 15 წუთით დაიტვირთება".
"გაიხსენეთ თქვენი თავი, მეგობრებო, რომლებიც სანდროს არჩევისას იცინოდით! ახლა ყველანი დარწმუნდით "მამუში".
"მის გაბარიტებთან შედარებით ძალიან სწრაფი და მოქნილია".
სანდროს შეტევითი არსენალი მართლაც რომ დიდი აქვს, თუმცა დაცვის კუთხით უნდა მოუმატოს, ყოველივე ამის შემდეგ კი, დიდი ალბათობით, ჩვენებური მოქმედი ჩემპიონების რიგებში თავის სათამაშო დროს მიიღებს.