საქართველოს ნაკრების წევრი კარიერას ესპანეთში განაგრძობს

AutoSharing Option
Eurobasket-ის თანახმად, 23 წლის ფორვარდი ალექსანდრე ფევაძე კარიერას ესპანეთში, "გრან კანარიას" მეორე გუნდში განაგრძობს, რომელიც რანგით მესამე დივიზიონში გამოდის.

"ცხუმ-აფხაზეთის" კალათბურთელ ფევაძეს ბოლო დროს ეროვნულ ნაკრებში მუდმივად იწვევენ, საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო შეხვედრა კი ფინეთში ჰქონდა, როცა მის ანგარიშზე 11 ქულა იყო, საქართველოს ნაკრებმა კი 6-ქულიანი სხვაობით (91:85) გაიმარჯვა.

206 სმ სიმაღლის კალათბურთელის ახალი გუნდი უახლოეს მატჩში, 10 სექტემბერს, "ალგინეტს" ესტუმრება.

შეგახსენებთ, "გრან კანარიაში" (ოღონდ, მთავარ გუნდში) გასულ სეზონში ბექა ბურჯანაძე გამოდიოდა.

altკალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სტუმრად "სპორტალში" [VIDEO]

altბექა ბურჯანაძე კარიერას

ესპანურ "ბეტისში" გააგრძელებს






მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი იქნებოდა მთავარ გუნდში გადასულიყავი,წარმატებები, იქნებ მამარდაშვილივით გაგიმართლოს
გიორგი
17:55 07-09-2021
0
დასანანია რომ სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მესამე ლიგაში მიდის სათამაშოდ. წარმატებები!
Georgian
23:57 07-09-2021
1

სიახლეები პოპულარული