მოახლოებული ახალი სეზონისთვის ბორცელებმა ამხანაგური მატჩები მონტენეგროში დაგეგმეს, თუმცა გუნდში დაფიქსირებულმა კოვიდ-შემთხვევებმა გეგმები აურია. კოვიდი ორ კალათბურთელსა და პერსონალის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა.
სანამ მზადება დაპაუზდებოდა, ჩაჩაკმა 5 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა
მონაწილეობა ყველაში მიიღო. დუდას მონაგარი ასეთია: 10 ქულა – ფმპ-სთან (86:89), 18 ქულა დერბისთან (110:93), 3 ქულა – მეტალაცთან (94:89), 11 ქულა – ვრშაცთან (101:78), 16 ქულა – ზდრავლიესთან (100:83). აღნიშნული გუნდებიდან მხოლოდ დერბია მონტენეგროდან, დანარჩენები კი სერბეთს წარმოადგენენ.
GBF.GE