ცნობილი ამერიკული გამოცემა behindthebuckpass-ის ჟურნალისტი ბრენდშოუ ფურლნონგი "მილუოკის" მეპასეთა ექვსეულს ადგენს, ჩვენდა სასიხარულოდ, მე-6 ადგილს სანდრო მამუკელაშვილი იკავებს.
"აღმოვაჩინე, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი უნარი "მეპასეობა" გახლავთ. არ არის აუცილებელი კალათბურთელი სტივ ნეშის მსგავსი სტილით, ზუსტი და სწრაფი გადაცემის ნიჭით იყოს დაჯილდოებული, ჩემი აზრით, საჭიროა ხედავდე იმ კუთხეს, საიდანაც შეგიძლია შენს თანაგუნდელს თავისუფალ ან მომგებიან სივრცეში ბურთი მიაწოდა (რაშიც, რა თქმა უნდა, ნეში საუკეთესო იყო). როგორც იცით, "ბაქსს" ელიტური გამთამაშებელი არ ჰყავს, თუმცა კარგი პასის გამკეთებელი კალათბურთელი ამ
გუნდში არაერთია, ამას სტატისტიკას ამტკიცებს, მაგალითად 2020/21 წლის სეზონში მაიკ ბუდენჰოლზერის შეგირდებმა ასისტებით ლიგაში მე-12 ადგილი დაიკავეს, 2019/20-ში მე-5, 2018/19-ში მე-7, იმის ფონზე, რომ ორგანიზაციაში ნიკოლა იოკიჩისა და კრის პოლის მსგავსი ელიტური პასის გამკეთებლები არ იციხებიან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მშვენიერი შედეგია.
ვფიქრობ, სანდრო როტაციაში როგორც მე-6 კაცი ვერ მოხვდება, თუმცა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავის გამოჩენის შანსი მიეცემა, რა თქმა უნდა, რთულია დებიუტანტზე თქვა, რომ კარგი პასის გამკეთებელია, როდესაც ლიგაში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია, თუმცა მისი სტილიდან და ინტელექტიდან ამის ვარაუდი შეგვიძლია.
"მამუს" თამაში უნიკალურია, მისი პასის უნარი კი ამაში ძალიან ეხმარება, ალბათ გახსოვთ, საზაფხულო ლიგის მიმდინარეობისას რამდენი კარგი ასისტი მიითვალა, ამრიგად შემიძლია გითხრათ, რომ სანდრო ამ ადგილს დამსახურებულად იკავებს, მეტიც, ის თავის სათამაშო დონეს მეტად აამაღლებს" - წერია სტატიაში.
"მამუს" თამაში უნიკალურია, მისი პასის უნარი კი ამაში ძალიან ეხმარება, ალბათ გახსოვთ, საზაფხულო ლიგის მიმდინარეობისას რამდენი კარგი ასისტი მიითვალა, ამრიგად შემიძლია გითხრათ, რომ სანდრო ამ ადგილს დამსახურებულად იკავებს, მეტიც, ის თავის სათამაშო დონეს მეტად აამაღლებს" - წერია სტატიაში.
ავტორის შეფასებით, "ირმების" შემადგენლობაში საუკეთესო მეპასეთა ხუთეული შემდეგნაირია: დონტე დივინჩენცო (5), ჯორჯ ჰილი (4), ჯრუ ჰოლიდეი (3), იანის ანტეტოკუმპო (2) და კრის მიდლტონი (1).
რა თქმა უნდა, ვარსკვალავების გვერდით სანდროს ხილვა სასიამოვნოა.