ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა გასვლაზე 74:84 დამარცხდა "მილანოსთან".
შენგელიამ 23:06 წუთში 7 ქულა (7-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 7 იყო.
8 ოქტომბერს ცსკა სტუმრად "ანადოლუს" შეხვდება, რომელმაც გასულ სეზონში ტურნირი მოიგო.