დრამატული მატჩი სტამბულში - შენგელიამ ბრწყინვალე თამაშით ცსკა-ს ჩემპიონთან გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მეორე ტურში ცსკა-მ სტამბულში ტურნირის ჩემპიონი „ანადოლუ ეფესი“ 100:96 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, 10 ქულითაც დაწინაურდნენ, პირველი ტაიმი კი 51:46 მოიგეს. მეოთხე მეოთხედში ცსკა 12 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის 2 ქულამდე შემცირება მოახერხეს და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სწორედ ბოლო წუთზე ჩააგდო თორნიკე შენგელიამ 4 ქულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

საერთოდაც, ალბათ, შენგელიამ ცსკა-ში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა: 32:29 წუთში 23 ქულა (5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3
პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 29 იყო და მატჩის MVP გახდა.

ცსკა-ში შენგელიას შემდეგ ყველაზე შედეგიანები იყვნენ: უილ კლაიბერნი (18 ქულა), იოჰანეს ფოიგტმანი (17) და გაბრიელ ლუნდბერგი (17). ამ შეხვედრაში კი ყველაზე მეტი სტამბულელთა სერბმა ლეგიონერმა ვასილიე მიციჩმა ჩააგდო - 32.

ცსკა-მ პირველი გამარჯვება მოიპოვა და 12 ოქტომბერს „ზენიტს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
Თოკო მიდი Ჩვენი იმედიხარ რუსეᲗᲨი იᲗამაᲨებ Თუ ესპანეᲗᲨი არავის საქმე არარის Შენნაირი პატრიოტები ბევრი ყავდეს Ჩვენს ქვეყანას
ლევანი
14:02 10-10-2021
0
თორნიკეს ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ ოკუპანტის არმიის მთავარი გუნდის გულშემატკივრობა ქვეყნის მოღალატეობად მიმაჩნია.
ILIA
15:12 09-10-2021
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული