პირველი მეოთხედი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, 10 ქულითაც დაწინაურდნენ, პირველი ტაიმი კი 51:46 მოიგეს. მეოთხე მეოთხედში ცსკა 12 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის 2 ქულამდე შემცირება მოახერხეს და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სწორედ ბოლო წუთზე ჩააგდო თორნიკე შენგელიამ 4 ქულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
საერთოდაც, ალბათ, შენგელიამ ცსკა-ში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა: 32:29 წუთში 23 ქულა (5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 29 იყო და მატჩის MVP გახდა.
ცსკა-ში შენგელიას შემდეგ ყველაზე შედეგიანები იყვნენ: უილ კლაიბერნი (18 ქულა), იოჰანეს ფოიგტმანი (17) და გაბრიელ ლუნდბერგი (17). ამ შეხვედრაში კი ყველაზე მეტი სტამბულელთა სერბმა ლეგიონერმა ვასილიე მიციჩმა ჩააგდო - 32.
ცსკა-მ პირველი გამარჯვება მოიპოვა და 12 ოქტომბერს „ზენიტს“ უმასპინძლებს.