ქართველი კალათბურთელის 22 ქულა ესპანეთში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ალექსანდრე ფევაძემ ესპანეთში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მას შემდეგ, რაც კანარის კუნძულების გუნდ “გრან კანარიაში” გადავიდა, 23 წლის ქართველს საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა. ესპანეთის რანგით მესამე LEB Silver-ში კანარელები "ვალენსიას" ესტუმრნენ და 87:83 გაიმარჯვეს.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 38 წუთი გაატარა და 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ფევაძემ 10-დან 7 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა და მის წინააღმდეგაც 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ლებ სილვერის აღმოსავლეთ კონფერენციაში "გრან კანარია" II (1 მოგება, 2 მარცხი) მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 30 ოქტომბერს, შინ, "რეალ კანოესთან" ჩაატარებს.

წყარო: gbf

altბექა ბურჯანაძის 13 ქულა "ობრადორიოსთან"

altევროლიგა თორნიკე შენგელიაზე ფილმს იღებს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული