"მამუ" "მილუოკიში" აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
ოფიციალურად "მილუოკი ბაქსის" ორი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი (54-ე არჩევანი) და გეორგიოს კალაიცაკისი (მე-60 არჩევანი), ასპარეზობას G ლიგის გუნდ "ვისკონსინ ჰერდში" განაგრძობს.

რაღაც მხრივ ქართველზე სარეზერვო გუნდში გამოსვლა შესაძლოა უკეთესადაც აისახოს, რადგან ძირითად კალათბურთელებთან კონკურენციის გაწევა, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იქნებოდა. ამ მომენტისთვის სანდრო მოედანზე 12.5 წუთით გამოდიოდა, თუმცა ტრავმირებული ბობი პორტისის დაბრუნების შემდეგ სათამაშო დრო, ფაქტობრივად, აღარ დარჩებოდა.

ამიტომ უნდა ითქვას, რომ მაიკ ბუდენჰოლზერმა და სამწვრთნელო შტაბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში "მამუ" სათამაშო გამოცდილებას სარეზერვო გუნდთან მიიღებს, შემდეგ კი ძირითად ნაკადს
შეუერთდება.

მომზადებულია brewhoop-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
დააბრუნეს უკვე. წაივარჯიშა G ლიგაში და დაბრუნდა. მომავალშიც გაუშვებენ 1-2 დღით.
ქ. გ.
04:49 28-10-2021
2
კარგია, თუ ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვა
გრიგოლი
02:10 28-10-2021
0

სიახლეები პოპულარული