ბითაძის ახალი კონტრაქტი, მამუკელაშვილმა "მილოუკში" ითამაშა

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ქართველი კალათბურთელების გუნდების მორიგი შეხვედრები გაიმართა.

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" უკვე მეექვსედ, ამჯერად "ტორონტო რეპორსთან" დამარცხდა - 94:97. ქართველ კალათბურთელს 10 წუთი მიეცა, რა დროშიც 2 მოხსნა, ამდენივე დაფარება და 1 პასი შეასრულა.

"ინდიანამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბიძაძესთან ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გაახანგძლივა.  შეგახსენებთ, ის გუნდში უკვე მე-3 წელია ირიცხება.

გასულ დაპირისპირებაში კი გუნდში საუკეთესოები გოგას კონკურენტები იყვნენ - საბონისს 24 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა, ტერნერს - 10 ქულა, 11 მოხსნა.

"პეისერსი"2 ნოემბერს "სან ანტონიოს"
დაუპირისპირდება.

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილის "მილოუკი ბაქსს" - "სან ანტონიოსთან" საკუთარ მოედანზე 93:102 დამარცხდა. სანდრომ მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა.

მოგეხსენებათ, ქართველი კალათბურთელი სათამაშო პრაქტიკისთვის G ლიგის კლუბში გაუშვეს, თუმცა მთავარი მწვრთნელმა ამ შეხვედრაში გარკვეული შანსი ისევ მისცა.

1 ნოემბერს "მილოუკი" "იუტა ჯაზს" დაუხვდება.

alt"ლეიკერსის" ვარსკვლავები ათამაშდნენ... ლებრონი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო [VIDEO]

altგოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სანდროს 1 წუთს,შანსი ჰქვია?გოგას საკითხზე კი,ეტყობა საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდნენ და ამიტომ 1 წლით გაუგრძელეს კონტრაქტი,რომ კიდევ შეხედონ,ვისი დატოვება ურჩევნიათ.ტერნერსაც ჯერ მთელი კარიერა წინ აქვს და მართლაც რთული საკითხი აქვთ გადასაწყვეტი.
სოსო
14:47 31-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული