ბურჯანაძის 6 სამქულიანი და მისი "ბეტისის" გამარჯვება ვალენსიაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ, რომელიც ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ “ბეტისში” თამაშობს, სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მისი გუნდი ვალენსიაში ესპანური ლიგის ერთ-ერთ ფავორიტს ეთამაშებოდა, თუმცა ბურჯანაძის ქებული გარჯისა და გუნდური შეუპოვრობით, “ბეტისმა” 84:81 გაიმარჯვა.

ბექამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მის ანგარიშზე 7-დან 6 სამქულიანია. მარკო ტოდოროვიჩმა მატჩი 17 ქულით დაასრულა.

ეს გახლდათ სევილიელთა მეორე გამარჯვება მიმდინარე სეზონში (სულ 8 ტურია ჩატარებული). „ბეტისი“ მომდევნო მატჩს ესპანეთის ჩემპიონატში
7 ნოემბერს „სარაგოსას“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
6X3=18 ეს მარტივი ართმეტიკაა. ვერ ვხვდები თუ 6 სამ ქულიანი ჩააგდო 17 ქულა როგორ, ერთი დააკლეს?
G.LA
21:11 02-11-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული