ბურჯანაძის 9 ქულა და "ბეტისის" 10-ქულიანი მარცხი "სარაგოსასთან"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა. მისი “ბეტისი” სტუმრად “სარაგოსას” შეხვდა და 10 ქულით – 72:82 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20:18 წუთი გაატარა. ბურჯანაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ მის ანგარიშზე 9 ქულა და 1 მოხსნა დაგროვდა. ბეტისელთაგან საუკეთესო ვიტო ბრაუნი იყო 23 ქულითა და 9 მოხსნით.

ბურჯანაძის გუნდს 2 მოგება და 7 მარცხი აქვს და ცხრილში ფუენლაბრადასთან ერთად ბოლო ადგილს იყოფს. შემდეგ მატჩს
“ბეტისი” 14 ნოემბერს, შინ შერმადინის “ტენერიფესთან” გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული