შენგელიას ცსკა საშინელ ფორმაშია - ზედიზედ მე-5 მარცხი

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა საშინელ ფორმაშია - თორნიკე შენგელიას გუნდმა ზედიზედ მეხუთედ წააგო, ამჯერად VTB ლიგაზე ყაზანის "უნიქსთან" - 64:69. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 11 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი იყო.

თორნიკემ ქულებს, ძირითადად, ჯარიმების რეალიზებით მიაღწია (8-დან 6). გარდა ამისა, 2-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი გამოიყენა.

ცსკა ლიგაში მე-4 ადგილზეა, 5 დეკემბერს კი "ყუბანს" ესტუმრება.

შეგახსენებთ, მოსკოვური კლუბი ევროლიგაზეც ცუდად გამოიყურება - 8 ტურის შემდეგ მხოლოდ 8 ქულა აქვს და 11 ნოემბერს თელ-ავივის "მაკაბის" უმასპინძლებს.

altშენგელია: - ცსკას

წარუმატებელი სერია პასუხისმგებლობას გვიძლიერებს!

altთორნიკე შენგელიას დაბრუნება და ცსკა-ს სენსაციური მარცხი

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა ქართველ სპორცმენს რუსეთში, ეწყება რეგრესი და ერთმანეთის მაგალითზეც ვერ სწავლობენ ჭკუას,კი ბატონო ეგ არჩევანი თქვენი ნებაა
გიორგი
09 ნოემბერი 2021 15:33
5
რა გინდოდა რუსეთში?ესპანეთში უყვარდი გულშემატკივარს და გაფასებდნენ,რაც მანდ გადახვედი რეგრესი გაქვს კარირაში
ბექა
09 ნოემბერი 2021 13:15
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული