თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ურთულეს ბრძოლაში "მაკაბი" დაამარცხა

AutoSharing Option
ევროლიგის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში თელ ავივის მაკაბის დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 74:73. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო. პარკეტზე გატარებულ 18 წუთში თორნიკემ საკუთარ გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

ცსკამ 9 ტურის შემდეგ მე-5 გამარჯვება მოიპოვა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე აინაცვლა. რუსული გუნდი ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას 17 ნოემბერს გასვლაზე, ბარსელონას წინააღმდეგ გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული