ქართველმა ფორვარდმა კი 21 ქულა ჩააგდო. საინტერესოა, რომ ოსტინმა ბოლო 34 საშინაო მატჩიდან მხოლოდ მესამედ წააგო. მეცხვარიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, თამაში წაუვიდა და საბოლოო ჯამში, მოედანზე 31 წუთი გაატარა, რითაც მხოლოდ ორ თანაგუნდელს ჩამორჩა. ნიკამ 9-
მიმდინარე სეზონში მეცხვარიშვილს უკვე 8 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი საშუალო მონაგარი 7.6 ქულა და 3.3 მოხსნაა. ლუიზიანა მონრო სან ბელთ კონფერენსში ირიცხება და ამ დროისთვის 6 მოგება და 4 მარცხი აქვს (მე-7 ადგილი), მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბრის დილას "საუზერნ მის გოლდენ იგლსთან" ჩაატარებს.
დღესვე ითამაშა რატი ანდრონიკაშვილის კრეიტონმაც, თუმცა, წარმატებული მატჩი ნამდვილად არ ჰქონია. ქართველი მცველის გუნდი შინ მოულოდნელად დამარცხდა (57:58) "არიზონა სტეიტთან", ანდრონიკაშვილმა კი 7 წუთში ერთადერთი სროლის აცილება მოასწრო.
gbf
მამუკელაშვილის 16 წუთი და "მილუოკის" გამარჯვება [VIDEO]
გოგას 38 და გიორგის 25 ქულა - ქართველების ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში [VIDEO]