დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და სერბული „ბორაცის“ კალათბურთელი კორონავირუსის გადატანის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ადრიატიკის ლიგაზე ითამაშა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მორიგ ტურში ბოსნია და ჰერცეგოვინის წარმომადგენელ „იგოკეას“ დაუპირისპირდა და 61:88 წააგო.

დუდა სანაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 7-დან 2 ორქულიანი, ასევე 7-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.

14 ტურის შემდეგ „ბორაცი“ ადრიატიკის ლიგის სატურნირო ცხრილში 4 მოგებით და 10 მარცხით მე-11 ადგილზე
იმყოფება.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული