დუდა სანაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 7-დან 2 ორქულიანი, ასევე 7-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.
14 ტურის შემდეგ „ბორაცი“ ადრიატიკის ლიგის სატურნირო ცხრილში 4 მოგებით და 10 მარცხით მე-11 ადგილზე
იმყოფება.
GBF.GE