შერმადინის ორმაგი დუბლი “ტენერიფეს” “მურსიასთან” მოსაგებად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ესპანეთის ჩემპიონატში მარცხი განიცადა. კუნძულელები სტუმრად თედ მაკფადენის “მურსიას” შეხვდნენ და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 86:88 დათმეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა ამ შეხვედრაში 30:11 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლის გაფორმება მოახერხა. გიორგის ანგარიშზე 10 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან 11-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 ერთქულიანი ჩააგდო, 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ტად მაკფადენმა „ტენერიფესთან“ 20:45 წუთი ითამაშა და შერმადინს 1 ქულით აჯობა – 11 ქულა დააგროვა.
მან ამ დროში ასევე 1 მოხსნის, 2 პასისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მაკფადენმა 3-დან 1 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. ის 2-ჯერ დაჯარიმდა და 4-ჯერ დაკარგა ბურთი.

ამ მოგების შემდეგ „მურსიამ“ მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და სამეფო თასზე თამაშის უფლება მოიპოვა, „ტენერიფემ“ კი ლიგა ენდესაში ზედიზედ მე-4 შეხვედრა წააგო და მე-9 ადგილზე იმყოფება.

gbf

altშერმადინის ორმაგი დუბლი და დასანანი მარცხი თურქეთში [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული