შერმადინის ორმაგი დუბლი და დასანანი მარცხი თურქეთში [VIDEO]
AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გადაედო. ესპანურმა კლუბმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევა მართებს. მეტოქე თურქული “კარშიაკაა” და სერია 2 მოგებამდეა. ტენერიფელებმა პირველი მატჩი 1 კვირის წინ ესპანეთში მოიგეს, სამშაბათს კი თურქეთში დამარცხდნენ და გადამწყვეტი მატჩი კვლავ კანარის კუნძულ ტენერიფეზე გაიმართება.
შეხვედრის საწყის სამ პერიოდში უპირატესობას ესპანელები ფლობდნენ, თუმცა ადგილობრივი გულშემატკივრებით გაგულისებულმა და ამერიკელი კალათბურთელებით გავსებულმა „კარშიაკამ“ ბოლო პერიოდში მაღალი შედეგიანობა უჩვენა და ათწუთეული 25:15 მოიგო. შესაბამისად, საბოლოო გამარჯვებაც მასპინძლებს დარჩათ – 88:80.
გიორგი შერმადინმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის დიდი ყურადღება მის განეიტრალებაზე იყო გადატანილი, გიომ ორმაგი დუბლის შესრულება მაინც მოახერხა: 31 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა მოაგროვა, რასაც 2-2 პასი-დაფარება მიამატა. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო – 25.
„კარშიაკას“ რიგებში შერმადინის ყოფილი თანაგუნდელი („კანტუდან“) ალექს ტიუსი გამოირჩა – 15 ქულა, 10 მოხსნა.
ამ გუნდებს შორის გამარჯვებული გამოვლინდება მესამე მატჩში, რომელიც ტენერიფეში 20 იანვარს გაიმართება.