შენგელია "ალბასთან" შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს

AutoSharing Option
დღეს, 4 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ცსკა ბერლინის "ალბას" დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, მასპინძელთა შემადგენლობიდან ტრავმის გამო მატჩს თორნიკე შენგელია გამოაკლდება. მოგეხსენებათ, ქართველ კალათბურთელს ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს და მკურნალობს.

თოკოს გარდა, დღევანდელ შეხვედრას იოანეტს ვოიტმანი, ჯიელ ბოლომბოი და ალექსანდრ ხიმენკო გამოტოვებენ.

ევროლიგაზე ცსკა-ს 13 მოგება და 9 წაგება აქვს, რითაც ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს; მათ დღევანდელ ოპონენტს კი 7 გამარჯვება და  15 მარცხი აქვს, რითაც მე-15 პოზიციაზე იმყოფება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული