ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "კლივლენდ კავალიერსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 98:85 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან გოგა ბითაძე ტრავმის შემდეგ მოედანს 16 წუთით დაუბრუნდა, რა დროშიც 4 ქულა (1/4) და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
საუკეთესო კრის დუარტე გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
"კავალიერსის" შემადგენლობიდან ჩედი ოსმანმა გუნდს 22 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
რაჟონ რონდომ აქტივში 15 ქულა, 5 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, "პეისერსი" 19 გამარჯვებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"კავალიერსი" 33 მოგებითა და 21 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-4 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 10 თებერვალს, "სან ანტონიო სპურსის" პირისპირ ჩაატარებს.