გოგას დიდი დრო და მშვენიერი თამაში! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ატლანტა ჰოუქსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 133:112 დაამარცხა. მოგეხსენებათ, გუშინ, 8 თებერვალს, ინდიანაპოლისური გუნდის ხელმძღვანელობამ დომანტას საბონისი, ჟერემი ლემბი და ჯასტინ ჰოლიდეი ბადი ჰილდში, ტაირის ჰალიბურტონსა და ტრისტან ტომპსონში გაცვალა.

სტუმართა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 14 ქულით (6/11), 2 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

საუკეთესო ლენს სტივენსონი გახლდათ, რომელმაც თავი 24 ქულით, 9 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ტრეი იანგმა გუნდს 34 ქულა,
1 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "პეისერსი" 19 მოგებითა და 37 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 12 თებერვალს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ატლანტა" 26 გამარჯვებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი იმავე 12 თებერვალს, "სან ანტონიო სპურსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა მშვენიერი ვერახართ თქვენ კარგად მესამე პერიოდში თამაშს აზრი აღარ ქონდა. ის კი სასიხარულოა რო საბონისს დაახვევინეს მაგრამ ლიდერობა და ინიციატივა უნდა აიღოს მეტი. მეტი თავდაჯერებულობა და მეტი ნდობა უნდა მოიპოვოს რათა გახდეს NBA ს დონის. იმედია ყველაფერი გამოუა წარმატებები გოგას
papuna
10:58 09-02-2022
2
რაში გამოიხატება მშვენიერი თამაში, სტატისტიკას ან თამაშის შედეგს გადახედეთ ?
Giorgi
10:29 09-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული