გოგას სასტარტო ხუთეული და 10 წუთი - "ინდიანა" "კლივლენდთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "კლივლენდ კავალიერსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 120:113 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 10 წუთი დაჰყო, რა დროშიც 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ფარისკენ 3-ჯერ ისროლა, ზუსტი არც ერთ გამოდგა.

დაუკეთესო "საკრამენტოდან" ახლახანს გადმოყვანილი ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 3 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

"კავალიერსის" შემადგენლობი
დან კარის ლევერტმა და ჯერეტ ალენმა თანაბარი 22-22 ქულა მიითვალეს.

ამრიგად, "პეისერსი" 19 გამარჯვებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

"კლივლენდი 35 მოგებითა და 21 მარცხით იმავე აღმოსავლეთსი მე-2 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 13 თებერვალს, "ფილადელფიას" პირისპირ ჩაატარებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეტისმეტი პესიმიზმიც არ ვარგა. არსად არ მიაბრუნებენ. გუნდს სჭირდება გოგა. იმედია მოუმატებს.
გრიგოლი
17:45 12-02-2022
0
ბიᲗაᲫემ ასახელა Თავისი ქვეყანა და წინ წაგვწია სპორტული აზრიᲗ,ხან იᲗამაᲨებს ხან ვერა.მან Თავის საქმე გააკეᲗა.
P.s. რაც ყველაზე დასაფიქრებელია ვინ Შეცვლის ამ ნაკრების Თაობას საინტერესოა რომ ამაზე არავინ ფიქრობს...
როდემდე იᲗამᲨებენ Შერმადინი Შენგელია და სხვები.არანაირი მომავალი არ Ჩანს ეტყობა ნაკრებსაც ახალწვეულებიდან.
პერსპექტიულ ბავᲨვებს გვერდზე წევენ და ცუდი მიდგომაა..
Ჩემი ბავᲨვი იზოლაციაᲨი იყო და ვერ გაუᲨვი ნაკრების ვარჯიᲨზე.მერე საერᲗოდ აᲦარც დაიბარეს....ეს სამარცხვინოᲐ
მოქალაქე
15:40 12-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული