ცსკა შენგელიას პრობლემას არ შეუქმნის - რუსული გუნდების ჩამოშლა იწყება

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა და ოჯახთან ერთად ესპანეთში იმყოფება. Metaratings-ი იტყობინება, რომ პოლიტიკური სიტუაციის გამო კლუბი მას კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით პრობლემას არ შეუქმნის.

ერთი სიტყვით, შენგელია ცსკა-ს კალათბურთელი აღარ იქნება და როგორც ჩანს, მოსკოვურ კლუბს მისი სპონსორის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, წამყვანი მოთამაშეების გაშვება მოუწევს, ხოლო თორნიკეს ახალი გუნდის მოძებნა არ გაუჭირდება.

ცსკა-ს აგრეთვე ლიეტუველი მარიუს გრიგონისი დატოვებს, რომელიც კლუბთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.

აი, ასე იწყება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მათი გუნდების (მარტო საკალათბურთოების კი
არა) ჩამოშლა. გაგრძელება იქნება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩავიკითხე კომენტარები და ერთი დასკვნა გამოვიტანე: ასე ყველა, სხვის საქმეში როგორ ხართ, მაგარი ბრძენები,პროფესორები, ციცერონები, პლუტონები,არისტოტოლეები? რა თქვენი საქმეა, თორნიკე სად გადავიდა და რატომ? ამდენი სხვისი ჭკუის დარიგებას, დაეწყვეთ პროფესორებო! და ჰაიდა უკრაინაში მოხალისედ! საკუთარ თავებს ხომ თვლით, გულმხურვალე პატრიოტებად, მაგრამ სად სჩანს ეს თქვენი თავდადება, უკრაინის მიმართ? თორნიკეზე უაზრო ჭორაობას და დროის დაკარგვას, წადიიიიით უკრაინაში!
ვაახ აღარ მოგბეზდათ თორნიკე, ბაზრობა?
21:02 27-02-2022
1
სპორტის ყველა სახეობის რუსული გუნდებიდან უნდა წავიდნენ ლეგიონერები.
მალაქია
10:58 27-02-2022
1

სიახლეები პოპულარული