გოგას 11 ქულა - "ინდიანა" აუტსაიდერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 119:103 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა (4/5, 2/3 სამქულიანი), 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2-იც დაფარება დააგროვა.

საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 5 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

"ორლანდოს" შემადგენლობიდან ვენდელ კარტერ ჯუნიორმა გუნდს 21 ქულა, 12 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "პეისერსი" 21 მოგებითა და 42 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. "მეჯიქი"
15 გამარჯვებითა და 47 მარცხით იმავე აღმოსავლეთში ბოლო, მე-15 პოზიციაზე იმყოფება. ეს გუნდები 3 მარტს ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული